იმერეთი
მდებარეობა, ტერიტორია და საზღვრები
იმერეთი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ისტორიული, ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო რეგიონია. მისი ფართობი 6.6 ათასი კვადრატული კმ-ია(საქართველოს ტერიტორიის 11%), მოსახლეობა - 700 ათასი კაცი (საქართველოს მოსახლეობის 16%). იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. იმერეთს გეოგრაფიულად ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოში. იგი კარგად გამოხატული ბუნებრივი საზღვრებითააა შემოფარგლული. ჩრდილოეთიდან მას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ესაზღვრება (გამოყოფილია რაჭის ქედით), აღმოსავლეთიდან - შიდა ქართლი (გამოყოფილია ლიხის ქედით), სამხრეთიდან - სამცხე-ჯავახეთი (გამოყოფილია აჭარა-იმერეთის ხედით) და დასავლეთიდან გურია და სამეგრელო-ზედა სვანეთი (გამოყოფილია მდ. სუფსისა და მდ. ცხენისწყლით). იმერეთის მხარეში 12 ადმინისტრაციული ერთეულია - ხონის, თერჯოლის, ზესტაფონის, ბაღდათის, საჩხერის, ვანის, ხარაგაულის, სამტრედიის, ტყიბუის. ჭიათურის, წყალტუბოს რაიონი და ქალაქი ქუთაისი.
ფაფანაკი ნაბდის ან ტყა- ვის ბრტყელი თავსაბურავია, რომელიც მხოლოდ თხემს ფარავს, მრგვალია და თასმე- ბით მაგრდება ნიკაპქვეშ. ისტორიულ წყაროებშიფაფანაკი პირველად XI საუ-კუნეში მოიხსენიება. ფაფანაკი ზოგჯერ ძვირ-ფასი ქსოვილი (მაუდი, ფარჩა)ჰქონდა გადაკრული და და-ქარგული იყო.
ქუთაისში - საქართველოს სამეფოს იმდრო-ინდელ დედაქალაქში – აიგო. მშენებლობა1003 წელს, გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III დროს დასრულდატაძარი მდიდრული ჩუქურთმებითა და მოზაი-კით იყო მომართული. XVII საუკუნეში ბაგრატის ტაძარს ოსმა-ლო დამპყრობლები დენთის საწყობად იყენებ-დნენ, რის გამოც 1691 წელს აფეთქებამ ნაგებობანაწილობრივ დაანგრია.
ვანის ტერიტორიაზე ადამიანი უკვე ძვ. წ. I ათასწლეულებში სახ-ლობდა. ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებში ვანი რელიგიური ცენტრი, შემდგომკი კოლხეთის სამეფოს Eერთ-ერთი ძლიერი ქალაქი გახდა. ძვ. წ. I საუკუნეში მტერი ორგზის შემოესია ქალაქს და გაანადგურა. ვანის ნაქალაქარის მდიდრულ სამარხებში მოპოვებულია ოქროსადა ვერცხლის მრავალგვარი სამკაული: დიადემები, სამაჯურები,მძივები, საყურეები, ბეჭდები, სასაფეთქლე საკიდები. მსგავსი ნივთები აღმოჩენილია ვანის მახლობლად მდებარე მის თანადროულ ნაქალაქარ საირხის ტერიტორიაზეც. ვანსა და საირხეში აღმოჩენილისამკაულის სიუხვე ძვ. წ. VI-IV საუკუნეებში ოქრომჭედლობის განვითარების მაღალ დონეს მოწმობს. კოლხეთში დამზადებული თითქმის ყველა საყურე თუ სასაფეთქლეშემკულია ვარდულით, რაც წინა ქრისტიანული ღვთაების – მზის სიმბოლოა.
1106 წელს ქუთაისთან ახლოს დავით აღმაშენებელმა გელათის მონასტერი დააარსა. კომპლექსი სამი ეკლესიისა და სამრეკლოსაგან შედგება. გელათში არსებობდა უმაღლესი სასწავლებელი – აკადემია, რომლის ხელმძღვანელს მოძღვართმოძღვარი ეწოდებოდა. აქ ახალგაზრდები გეომეტრიას, არითმეტიკას, ფილოსოფიას, გრამატიკას, როტორიკას, მუსიკას, ასტრონომიას, მედიცინას სწავლობდნენ. დავით აღმაშენებელი, თავისი ანდერძის თანახმად, გელათის კარიბჭეშია დაკრძალული.
დავით აღმაშენებლის გამოსახულება გელათის კომპლექსის მთავარი ტაძრის ფრესკაზე. დავითს ხელში გელათის მაკეტი უჭირავს. თიხის ჭურჭლის კეთებას ანუ მეთუნეობას საქართველოში უძველესი ტრადიციები აქვს. ყველაზე ძველი ნეოლითის ხანაში გამოძერწილი ჭურჭელი ძვ. წ. VII ათასწლეულს მიეკუთვნება. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ნაირნაირი ზომის, ფორმისა და დანიშნულების თიხის ნივთები, რომლებიც სხვადასხვა ისტორიულ ხანაშია დამზადებული. მეთუნეობას დღეს საქართველოში სურ რამოდენიმეღა სოფელში მისდევენ.სოფელ შროშაში დამზადებულ ჭურჭელს ბევრ ოჯახში იყენებენ.
იმერეთში პირველყოფილი ადამიანის მღვიმე-ნამოსახლარებს ბევრგან ვხვდებით. ხარაგაულის რაიონში მდებარე დევისხვრელის მღვიმეში ადამიანი ქვის ხანაში, 35-10 ათასი წლის წინ ცხოვრობდა. აქ აღმოჩენილია ადამიანის მიერ დამზადებული კაჟისა და ოფსიდიანის სხვადასხვა იარაღი – საჭრისები, საფხეკები, დანები.
დავით აღმაშენებლის გამოსახულება გელათის კომპლექსის მთავარი ტაძრის ფრესკაზე. დავითს ხელში გელათის მაკეტი უჭირავს. თიხის ჭურჭლის კეთებას ანუ მეთუნეობას საქართველოში უძველესი ტრადიციები აქვს. ყველაზე ძველი ნეოლითის ხანაში გამოძერწილი ჭურჭელი ძვ. წ. VII ათასწლეულს მიეკუთვნება. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ნაირნაირი ზომის, ფორმისა და დანიშნულების თიხის ნივთები, რომლებიც სხვადასხვა ისტორიულ ხანაშია დამზადებული. მეთუნეობას დღეს საქართველოში სურ რამოდენიმეღა სოფელში მისდევენ.სოფელ შროშაში დამზადებულ ჭურჭელს ბევრ ოჯახში იყენებენ.
იმერეთში პირველყოფილი ადამიანის მღვიმე-ნამოსახლარებს ბევრგან ვხვდებით. ხარაგაულის რაიონში მდებარე დევისხვრელის მღვიმეში ადამიანი ქვის ხანაში, 35-10 ათასი წლის წინ ცხოვრობდა. აქ აღმოჩენილია ადამიანის მიერ დამზადებული კაჟისა და ოფსიდიანის სხვადასხვა იარაღი – საჭრისები, საფხეკები, დანები.
ხაჭაპური საქართველოს ყოველ მხარეში ცხვება, მაგრამ იმერული ყველაზე ფართოდაა გავრცელებული. იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად ცომს ათხელებენ და ზედ კვერცხის გულში არეულ დაფხვნილ ყველს ყრიან. შემდეგ ცომს გვერდებს შემოუკეცავენ, თავს მოუკრავენ და კეცზე ან ტაფაზე აცხობენ.
ღირშესანიშნაობები:
მოწამეთა - სამონასტრო კომპლექსი (შუა საუკუნეები),
ბაგრატის ტაძარი,
გელათის მონასტერი და აკადემია, უბისის ეკლესია (X-XI სს.), ცხარის წმ. გიორგის მონასტერი, გეგუთის ციხე (XII ს.), სამსაფეხუროვანი ჩანჩქერი, 200 მ (სოფელ გორდასთან), კაცხის სვეტი (შუა საუკ.), ვანის ნაქალაქარი, საკაჟიის, ყუმისთავის და ჭახათის გამოქვაბულები, სათაფლიის კარსტული მღვიმე, შორაპნის ციხებუგეულის დარბაზული ეკლესია(XIV-XV სს.)